01:40 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-05 10:41:17, 514 ნახვა

მსოფლიო
ელისა სლოტკინი - მადლობელი ვარ, რომ 1980-იან წლებში პრეზიდენტი რეიგანი იყო და არა ტრამპი
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

რეიგანი საფლავში უნდა ბრუნავდეს, - ამის შესახებ სენატორმა, ელისა სლოტკინმა („დემოკრატიული პარტია“) განაცხადა.

ამერიკელმა სენატორმა მიჩიგანის შტატიდან, ელისა სლოტკინმა კონგრესში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსვლის საპასუხოდ „დემოკრატიული პარტიის“ განცხადება გაავრცელა.

„გასულ კვირას ოვალურ კაბინეტში გამართული სპექტაკლის შემდეგ, რეიგანი საფლავში უნდა ბრუნავდეს. მადლობელი ვარ, რომ 1980-იან წლებში პრეზიდენტი რეიგანი იყო და არა ტრამპი. ტრამპი ცივ ომს წააგებდა“, - განაცხადა ელისა სლოტკინმა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპს „ვლადიმერ პუტინის მსგავს დიქტატორებთან მჭიდრო ურთიერთობის სჯერა“.

„უკრაინაში ომის დასრულება ყველას გვინდა. მაგრამ რეიგანს ესმოდა, რომ ჭეშმარიტი სიძლიერე აშშ-ის მიერ სამხედრო და ეკონომიკური სიძლიერის მორალურ სიცხადესთან გაერთიანებას მოითხოვს“, - აღნიშნა სლოტკინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics