|
2025-02-18 12:04:22, 361 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - საჭიროა, რომ რადიკალურმა ძალებმა, რომლებიც აქეზებენ მზია ამაღლობელს შიმშილობაზე, შეწყვიტონ ეს დესტრუქცია და ერთხელ და სამუდამოდ იყოს გასაგები ყველასთვის, რომ სახელმწიფოზე შანტაჟი ვერ მოხდება
ერთხელ და სამუდამოდ იყოს გასაგები ყველასთვის, რომ სახელმწიფოზე შანტაჟი ვერ მოხდება! - მზია ამაღლობელის, როგორც ბრმა იარაღად გამოყენება ქვეყნის წინააღმდეგ შანტაჟისთვის, ვერ მოხდება, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, რომელიც 38-ე დღეა შიმშილობს, ურჩევს შეწყვიტოს შიმშილობა და საკუთარ ჯანმრთელობას, პირველ რიგში, თავად მიხედოს. „საჭიროა, რომ რადიკალურმა ძალებმა, რომლებიც ხელს უწყობენ, ახალისებენ და აქეზებენ მზია ამაღლობელს შიმშილობაზე, შეწყვიტონ ეს დესტრუქცია და ერთხელ და სამუდამოდ იყოს გასაგები ყველასთვის, რომ სახელმწიფოზე შანტაჟი ვერ მოხდება. მზია ამაღლობელის, როგორც ბრმა იარაღად გამოყენება ქვეყნის წინააღმდეგ შანტაჟისთვის, ვერ მოხდება. ქალბატონ მზიას ვურჩევთ, შეწყვიტოს შიმშილობა, ჩაჯდეს იმ პროცესის ფარგლებში, რასაც რეალურად ჰქვია გამოძიება, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და საკუთარ ჯანმრთელობას, პირველ რიგში, თვითონ მიხედოს. რაც შეეხება სახელმწიფოს, ის ყველაფერს აკეთებს, იმისთვის, რომ როგორც მზია ამაღლობელის ისე ნებისმიერი სხვა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მაქსიმალურად დაცული," - გამაცხადა მათიკაშვილმა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)