|
2025-02-17 00:40:24, 1023 ნახვა
ომი უკრაინაში
Bloomberg: თეთრ სახლს სურს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა აღდგომამდე
თეთრმა სახლმა ევროპელ ოფიციალურ პირებს აცნობა თავისი განზრახვის შესახებ, მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას უკრაინაში 2025 წლის აღდგომამდე. ამის შესახებ Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. წელს, როგორც კათოლიკეებისთვის, ასევე მართლმადიდებლებისთვის დღესასწაული 20 აპრილს მოდის. ზოგიერთი დასავლელი ოფიციალური პირი თვლის, რომ ასეთი გეგმა ძალიან ამბიციური და ნაკლებად სავარაუდოა, მიუხედავად იმისა, რომ კონსულტაციები აშშ-სა და რუს ოფიციალურ პირებს შორის საუდის არაბეთში მომავალ კვირას იგეგმება. ეს შეხვედრები მიზნად ისახავს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შესაძლო მოლაპარაკებებისთვის მომზადებას. Bloomberg-ის ერთ-ერთი წყარო აღნიშნავს, რომ ზავის დადების უფრო რეალური ვადა შეიძლება იყოს 2025 წლის ბოლო. მოახლოებული მოლაპარაკებების ფონზე, ევროპის ქვეყნები ავითარებენ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ ფართომასშტაბიან პაკეტს. Bloomberg-ის ცნობით, გეგმის დეტალები 2025 წლის 23 თებერვლამდე არ გახდება ცნობილი. ამ დღეს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ამ გზით პოლიტიკოსები შეძლებენ კენჭისყრამდე თავიდან აიცილონ დავები, აცხადებენ სააგენტოს წყაროები.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)