|
2025-02-07 12:45:54, 969 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ მასიური საჰაერო იერიში მოიგერია - განადგურებულია 81 დრონი
7 თებერვალს, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 112 უპილოტო საფრენი აპარატით მასიური იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 81 დრონი გაანადგურა. გარდა ამისა, რადიო ელექტრო ბრძოლის შენაერთების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაკარგულია 31 დრონი. 81 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოგდებულია ხარკოვის, პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიროვგრადის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევისა და ოდესის ოლქებში. ოკუპანტების იერიშის შედეგად სუმის, კიევისა და ხმელნიცკის ოლქებში დაზიანდა რამდენიმე შენობა, დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ცნობები არ არის. რუსეთმა დრონები კურსკის, ორელის, მილეროვოს, ბრიანსკისა და შატალოვოს რეგიონებიდან ააფრინეს. საჰაერო იერიშის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო სარაკეტო ჯარები, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფები, საჰაერო და შეიარაღებული ძალების ცეცხლის მობილური ჯგუფები. რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)