|
2025-01-27 08:32:01, 600 ნახვა
მსოფლიო
"ჰამასი" ამ კვირაში ექვს მძევლს გაათავისუფლებს
"ჰამასი" ამ კვირაში ექვს მძევლს გაათავისუფლებს და ისრაელი ორშაბათიდან ღაზას მოსახლეობას სახლებში დაბრუნების საშუალებას მისცემს, განაცხადა ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. მძევლებში შედის არბელ იეჰუდი - სამოქალაქო პირი, რომელიც დაპირისპირების ცენტრშია. შაბათს ისრაელმა გამოაცხადა, რომ ღაზას მოსახლეობისთვის ჩრდილოეთ გადასასვლელი არ გაიხსნება მანამ, სანამ, შეთანხმების შესაბამისად, არბელ იეჰუდს არ გაათავისუფლებენ. შაბათს ჰამასმა გაათავისუფლა ოთხი ჯარისკაცი, მაგრამ არა ქალბატონი იეჰუდი. ისრაელმა ჰამასი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა, რომლის მიხედვითაც ისრაელელი მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა გათავისუფლდნენ პალესტინელი ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ. შეგახსენებთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, შვიდი მძევალი და 200-ზე მეტი პატიმარი გათავისუფლდა.
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)