03:06 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-26 16:07:53, 805 ნახვა

მსოფლიო
პიტერ სიიარტო - ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სანქციების პოლიტიკა წარუმატებლად მიგვაჩნია

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე კომენტარი გააკეთა. მის სიტყვებს უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო: ბოლო სამმა წელმა აჩვენა, რომ სანქციები უაზროა, სანქციებმა ზიანი მიაყენა ევროპის ეკონომიკას, მათ უზარმაზარი ეკონომიკური ზიანი მიაყენეს უნგრეთს.

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სანქციების პოლიტიკა წარუმატებლად მიგვაჩნია და ახლა ვფიქრობ, რომ სანქციებით მიყენებული ზიანის დონემ კრიტიკულ დონეს მიაღწია.

მეტიც, ახალი ვითარებაა, შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტიც ეძებს გამოსავალს რუსეთთან და ვფიქრობ, რომ ამ ძიების შედეგი არ შეიძლება უგულებელყოფილ იქნას აქ, ევროპაში, სანქციების შესახებ სხვა გადაწყვეტილების მიღებისას“, - აღნიშნა სიიარტომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics