|
2025-01-23 23:38:31, 1178 ნახვა
ომი უკრაინაში
კიევი 50 ათასამდე სამშვიდობოების განლაგებას რეალისტურად მიიჩნევს - FT
200 000 დასავლელი სამშვიდობოების უკრაინაში განლაგება, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დავოსში მოითხოვა, არ არის რეალისტური სცენარი, წერს Financial Times (FT). ეს არის "ბევრად მეტი ჯარისკაცების რაოდენობა, რომლებიც მონაწილეობდნენ მოკავშირეთა დესანტირებაში ნორმანდიაში მეორე მსოფლიო ომის დროს", - აღნიშნავს გამოცემა და მოჰყავს მნიშვნელოვნად უფრო მცირე ციფრები, რომლებიც ისმის კიევისა და მის დასავლელ პარტნიორებს შორის დისკუსიებში. უკრაინის ოფიციალური პირები თვლიან, რომ შესაძლებელია ქვეყანაში 40-50 ათასი უცხოელი ჯარისკაცის შემოყვანა, რათა დაეხმაროს უსაფრთხოების უზრუნველყოფას 1000 კმ სიგრძის ფრონტის ხაზის გასწვრივ, აღნიშნავს გამოცემა შემდგომ დისკუსიაში მონაწილე წყაროზე დაყრდნობით. ამ ინფორმაციის თანახმად, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი და ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე უკრაინაში სამშვიდობოების განლაგების იდეას 3 თებერვალს არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილავენ. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა უკვე დაუჭირეს მხარი, თუ ეს არის ფართომასშტაბიანი მისია მრავალი ქვეყნის მონაწილეობით. პოლონეთმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომელმაც შესაძლოა თებერვლის ბუნდესტაგის არჩევნების შემდეგ თანამდებობა დატოვოს, ამ სცენარის წინააღმდეგ უკვე ისაუბრეს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)