|
2025-01-17 13:04:41, 452 ნახვა
პოლიტიკა
ბაქოში ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გაიმართა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა. სხდომა გახსნეს ირაკლი კობახიძემ და ალი ასადოვმა, რომელთაც საგარეო პოლიტიკურ დიალოგსა და სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო სფეროებში თანამშრომლობაზე იმსჯელეს. ირაკლი კობახიძემ, შეხვედრის დადებით მხარეზე გაამახვილა ყურადღება, მისი თქმით, სხდომა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაფართოებას.
კომისიის სხდომაზე აღინიშნა მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტები, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი. ამას გარდა, ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა განიხილეს ენერგოუსაფრთხოებისა და სატრანსპორტო მარშრუტების წარმატებული ფუნქციონირება. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ჩართულობაზე და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებაზე. მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა დარგობრივ უწყებებს შორის თანამშრომლობას, მათ შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის, აგრეთვე საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის საკონსულო საკითხებზე.
დრონები ურალის და პერმს, დაესხნენ თავს სადაც ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
უკრაინამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოსკოვის აეროპორტები 1000 დრონის გამოყენებით სრულად იქნება პარალიზებული.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)