|
2025-01-17 12:45:49, 523 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ქადაგიძე ბრიტანულ სანქციებზე - ამ სიაში მოხვედრილ კომპანიებს თუ ადამიანებს აღარ ელაპარაკება არავინ
ბრიტანელი პოლიტიკოსების მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნას ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე აფასებს. გიორგი ქადაგიძეს მიაჩნია, რომ რუსული ინტერესების გატარების გამო "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის შავ სიაში შეყვანა ქართველი ოლიგარქის კომპანიებს სრულ იზოლაციაში მოაქცევს. "ამ სიაში მოხვედრილ კომპანიებს თუ ადამიანებს აღარ ელაპარაკება არავინ არც ბიზნესის სამყაროში, არც პოლიტიკის სამყაროში" - აცხადებს გიორგი ქადაგიძე.
ამერიკის შეერთებული შტაბების შემდეგ დიდი ბრიტანეთი - გაერთიანებული სამეფოს დეპუტატები მთავრობას საქართველოში დემოკრატიის შელახვისთვის და რუსეთის გავლენის გაღრმავებისთვის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვენ. ბრიტანელი პოლიტიკოსები გაერთიანებულ სამეფოს საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების გადახედვისკენაც მოუწოდებენ. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ დეპუტატები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას კატეგორიულად გმობენ.
დრონები ურალის და პერმს, დაესხნენ თავს სადაც ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
უკრაინამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოსკოვის აეროპორტები 1000 დრონის გამოყენებით სრულად იქნება პარალიზებული.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)