|
2025-01-16 11:44:16, 408 ნახვა
პოლიტიკა
მიხაილ როთი - ერთადერთი შანსი, რომ დაიბრუნოთ ნდობა და რწმენა, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებია
ვხედავ ნდობის და რწმენის უზარმაზარ ნაკლებობას თქვენი ქვეყნის მიმართ და ერთადერთი შანსი, რომ დაიბრუნოთ ნდობა და რწმენა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებია, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა თბილისში მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის ლიდერებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმები სამარცხვინოა. „სამწუხაროდ, თქვენს ქვეყანაში სიტუაცია უარესდება, თავდასხმები ოპოზიციის ლიდერზე, სამოქალაქო აქტივისტებზე. ადამიანები თქვენს ქვეყანაში დემონსტრაციებს აწყობენ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, ევროპული ფასეულობებისთვის, მაგრამ პოლიცია სცემს მათ. ეს სამარცხვინოა, ამას არაფერი აქვს საერთო სტაბილურ დემოკრატიასთან, დაპირისპირება პარტიებს შორის, პარლამენტში, მთავრობაში, ზოგჯერ სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს შორის დემოკრატიის არსია, მაგრამ მშვიდობიანად, ზეწოლის, დამცირების, ძალადობის გარეშე. ცხადია, რეჟიმის სტრატეგიას წარმოადგენს ის, რომ ზეწოლა მოახდინოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, კრიტიკულ ხმებზე, საზოგადოებაზე, თავისუფალ მედიაზე, ჟურნალისტებზე და ეს სამარცხვინოა“, - აღნიშნა როთმა. მისი თქმით, საქართველოში მიმდინარეობს ბრძოლა ლიბერალურ დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის. „ამიტომ ვერ ავარიდებთ თავს, ამიტომ უნდა მივადევნოთ თვალი ამ ქვეყანას, რადგან თუკი თქვენ დამარცხდებით, როგორც დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა, რუსული იმპერიალიზმი გაიმარჯვებს და ეს არის უდიდესი საფრთხე არა მხოლოდ გერმანიისთვის, არამედ მთელი თავისუფალი სამყაროსთვის. თუ საქართველო დამარცხება, სომხეთიც დამარცხდება, თუ საქართველო და სომხეთი დამარცხდებიან, მოლდოვაც დამარცხდება. ასე რომ, ყველა ეს ქვეყანა დაკავშირებულია და ყველა ეს პრობლემა და გამოწვევა დაკავშირებულია. სწორედ ამიტომ ველოდები ევროკავშირისგან მეტ ჩართულობას“, - აღნიშნა როთმა.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)