|
2025-01-16 11:18:03, 380 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - შემდგარი ფაქტია, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესება მოხდება უკვე ევროპაშიც
მე უახლოეს თვეებში, უახლოეს კვირებში ველოდები სანქციების რეჟიმის გლობალურად დამძიმებას რეჟიმის წინააღმდეგ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, „ფაქტობრივად, შემდგარი ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის და მის რეჟიმის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს ევროპაც დააწესებს“. „არა მხოლოდ მოსალოდნელი, არამედ ვფიქრობ, რომ ფაქტობრივად, შემდგარი ფაქტია, რომ ივანიშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესება მოხდება უკვე ევროპაშიც, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში. თქვენ ნახეთ, მათ შორის, მოწოდებები ევროპარლამენტში, რომ ევროპარლამენტმა უნდა მიიღოს ამ ხელისუფლების არაღიარების აქტი როგორც ეს ხდება დღეს ამერიკის კონგრესში. თქვენ ნახეთ მოწოდებები ევროპარლამენტარების მხრიდან, რომ დროა, ევროკავშირმაც მიიღოს ფინანსური სანქციები რეჟიმის წინააღმდეგ. ამიტომ მე უახლოეს თვეებში, უახლოეს კვირებში ველოდები სანქციების რეჟიმის გლობალურად დამძიმებას რეჟიმის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ ამ რეჟიმის პასუხი უკვე დაწესებულ სანქციებზე არის ცინიზმი, დამატებითი რეპრესიები და კანონის ფეხქვეშ გათელვა,“ - განაცხადა სამადაშვილმა.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)