|
2025-01-16 10:37:39, 366 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ოპოზიციას ხვდება
საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ოპოზიციას ხვდება. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრებს, ამჟამად კი ისინი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ მედიასთან განაცხადა, შეხვედრაზე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე და კრიზისიდან გამოსავლის გზებზე იმსჯელეს. „საუბარი იყო იმაზე, როგორ განვითარდა მოვლენები არჩევნების შემდეგ, მათ შორის, რა ზომებს მიმართავს დე ფაქტო ხელისუფლება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. საუბარი იყო წამების ფაქტებზე, იმაზე, თუ რამდენად უმოქმედოა პოლიცია. საუბარი იყო იმაზე, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არც ერთი პოლიციელი და არც „ტიტუშკა“ დასჯილი არ არის. მოვახსენეთ, რომ ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ეს ხალხი არ გაიმარჯვებს. აინტერესებდათ, რა შეიძლება იყოს საბოლოო ჯამში გამოსავალი. ავუხსენით, რომ მხოლოდ და მხოლოდ ორი პუნქტია - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)