11:47 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 08:29:25, 408 ნახვა

პოლიტიკა
მეთიუ მილერი - საქართველოს მთავრობის ქმედებებზე დიდი შეშფოთებები გვრჩება

საქართველოს მთავრობის ქმედებებზე დიდი შეშფოთებები გვრჩება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა აშშ-ს მიერ გატარებულ საპასუხო ზომებზე.

“გვრჩება დიდი შეშფოთებები საქართველოს მთავრობის ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა საკუთარ მოსახლეობაზე ზეწოლა, დემოკრატიული გზიდან და უფრო დიდი, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევა, რომელზეც ისინი იყვნენ.

სწორედ ამიტომ ხედავთ ჩვენგან ახალ სანქციებს საქართველოს მთავრობის წევრების წინააღმდეგ, დახმარების შემცირებას, რომლის გადაცემასაც ვაპირებდით საქართველოს მთავრობისთვის, მათთან სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერებას,” - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics