|
2025-01-14 23:33:01, 480 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჯერ მოიტყუა, მერე კი ეთერში მიწვეული ჟურნალისტები ტელევიზიიდან პოლიციამ გამოიყვანა
აჭარის ტელევიზიის წამყვანმა ქეთი ბოლქვაძემ, პირდაპირ ეთერში ტყუილი თქვა. ის გადაცემაში “ბათუმელების“ დამფუძნებლის ეთერ თურაძის სტუმრობისას ამბობდა, რომ, თითქოს, თურაძე სტუდიაში შეიჭრა და მას გადაცემის წაყვანაში ხელი შეუშალა. ამ გადაცემის დაწყებამდე აჭარის ტელევიზიას მიკროფონი დარჩა ჩართული, სადაც ცხადად ისმის ქეთი ბოლქვაძის ხმა, როგორ უყვება იგივე წამყვანი თანამოსაუბრეს, რომ ეთერ თურაძეს მისთვის გადაცემის წაყვანაში ხელი არ შეუშლია. "ბათუმელების" რედაქტორი, ეთერ თურაძე ამბობს, რომ აჭარის ტელევიზიაში სტუმრად მიიწვიეს, შემდეგ კი პოლიციამ შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. მისი თქმით, ის სტუდიაში იმყოფებოდა, როდესაც ეთერი დაასრულეს და წამყვანი სტუდიიდან გავიდა, შემდეგ მობრუნდა, გადაცემა უნდა დაწყებულიყო, თუმცა პოლიცია შევარდა და ის შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
ჟურნალისტის გელა მთივლიშვილის თქმით, ის რომ ჟურნალისტი ეთერიდან ძალის გამოყენებით გამოეყვანოთ, მსგავსი შემთხვევა არ ახსოვს.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)