|
2025-01-14 16:40:17, 512 ნახვა
პოლიტიკა
ნინო ლომჯარია - შეხვედრაზე მომხსენებლებს ინფორმაციას მივაწვდით ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით
შეხვედრაზე მომხსენებლებს ინფორმაციას მივაწვდით ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომ რეჟიმი კიდევ უფრო აგრესიული გახდა და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მხრიდან რეპრესიები მიმდინარეობს, - ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს მიაწვდიან ინფორმაციას, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმესთან და მისი პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით. „ნოემბრიდან მოყოლებული ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაწვდით ინფორმაციას ევროსაბჭოს, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მათ აქვთ ინფორმაცია, ნაწამები ადამიანების შესახებ, რაზეც კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ, ასევე აქციების დროს ნაცემ და ნაწამებ ჟურნალისტებისა და მოქალაქეების შესახებ ვისაუბრებთ, ასევე ძარცვისა და არაადამიანურ მოპყრობაზეც. მათ პერიოდულობით ვაწვდით ინფორმაციას ამ მოვლენებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ყურადღებას "ქართული ოცნების მიერ მიღებულ შემლახავ კანონებსა და მისი აღსრულების მექანიზმებზე გავამახვილებთ",- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)