13:17 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-14 12:19:20, 415 ნახვა

პოლიტიკა
მარკო მიხელსონი - რუსეთი საქართველოში 2008 წლის აგვისტოში ბუქარესტის კატასტროფული სამიტის შემდეგ შეიჭრა

რუსეთი საქართველოში 2008 წლის აგვისტოში ბუქარესტის კატასტროფული სამიტის შემდეგ შეიჭრა და მისი ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაცია მოახდინა. რუსებმა ღიად განაცხადეს, რომ ეს ნატო-ს გაფართოების შესაჩერებლად გააკეთეს, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს და სტატიას სახელწოდებით „უკრაინას ნატოში გაწევრიანება შეუძლია - თუ მოკავშირეები მზად არიან გამბედაობა გამოიჩინონ“ ეხმაურება, რომელსაც Politico-ში „ჰადსონის“ ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი აქვეყნებს.

Politico-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ლუკ კოფი წერს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში მდგრადი და ეფექტური მშვიდობის უზრუნველყოფა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას შეუძლია.

„1952 წელს ნატო-ს პირველი გაფართოების შემდეგ, მისმა ღია კარის პოლიტიკამ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გააძლიერა, მაგრამ რუსეთის მავნე ქმედებებმა საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში და ტრანსატლანტიკური საზოგადოების უუნარობამ, რომ ამას წინააღმდეგობა გაუწიოს - ფაქტობრივად მოსკოვს ნატო-ს მომავალ წევრობაზე დე ფაქტო ვეტო დადების უფლება მისცა. ახლა რუსეთმა იცის, რომ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების თავიდან ასაცილებლად, შეჭრა და მისი ნაწილობრივი ოკუპაცია საკმარისია“, - ნათქვამია სტატიაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics