|
2025-01-14 12:05:44, 430 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი კახა კალაძის წინააღმდეგ - მომხდარზე გამოძიება უნდა დაიწყოს
„სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი, თინა ხიდაშელი, გამოეხმაურა აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტს, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს. ხიდაშელი აცხადებს, რომ გამოძიება არა მხოლოდ ინციდენტში მონაწილე პირების, არამედ კახა კალაძის მიმართაც უნდა დაიწყოს, რადგან ის განიხილავს, რომ კალაძე არის „ჩვეულებრივი პროვოკატორი, რომელიც ახალისებს ძალადობას“. ხიდაშელის განმარტებით, აბუ-დაბიში მომხდარი შემთხვევა პირდაპირ უკავშირდება კახა კალაძის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს, სადაც კალაძე საუბრობდა იმაზე, რომ „რაღაცას ვეტყვით და ხელი მოგხვდებათ“. მისი თქმით, კალაძეს არ აქვს გაცნობიერება, რომ ის საუბრობს საჯარო მოხელეებზე და პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე, რომლებიც დეპუტატები არიან, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ძველი ბიჭების მსგავსად შეუძლიათ მოიქცნენ. „ჩვენ არა გვაქვს ილუზია, რომ ზარქუას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება“, - განაცხადა ხიდაშელმა. მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მის მიერ ზარქუასა და სანიკიძეს მიმართული „რუსი მონა“ გამონათქვამი წინასწარი დაძაბული ურთიერთობის შედეგი იყო.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)