18:00 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-02 18:19:40, 350 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ისტერიკაშია ზურაბიშვილი - ოთხი პარასკევი აქვს დარჩენილი და ემოციებს ვერ თოკავს

ისტერიკაშია ოთხივე ოპოზიციური პარტია, ისტერიკაში არიან ძალადობრივი დაჯგუფებების წარმომადგენლები, ისტერიკაშია სალომე ზურაბიშვილი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „მათი მოწოდებები ისტერიკის გამოვლინებაა, რადგან ყველამ დაინახა, რომ საქართველოში ვერავითარი „ნაცმაიდანი" ვერ შედგება“.

„უკვე მეოთხე მცდელობა აქვთ ამ ოთხი წლის განმავლობაში. სამი ჩაუვარდათ, არავითარი შანსი არ აქვთ, რომ გამოუვიდეთ მეოთხე მცდელობა. ეს არის ერთგვარი ისტერიკა. ისტერიკაშია ოთხივე პარტია, ისტერიკაში არიან ძალადობრივი დაჯგუფებების წარმომადგენლები, ისტერიკაშია სალომე ზურაბიშვილი.

დღეს სასაცილო იყო ეს ქალი. საგარეო საქმეთა სამინისტროში მივედი და სამი „პოსტი“ მომიძღვნა ამის გამო. ეს მეტყველებს მის მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე. ოთხი პარასკევი აქვს დარჩენილი და ვერ თოკავს საკუთარ ემოციებს. ეს ყველაფერი არის ისტერიკის გამოხატულება, მაგრამ რაც შეეხება ე.წ. ბულინგს, ლიბერალურ ფაშიზმს, ჩვენ, ბუნებრივია, დავიცავთ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით საჯარო მოსამსახურეებს",- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics