20:11 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-27 13:44:33, 455 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში E-Gate სისტემა სატესტო რეჟიმში ამოქმედდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების კუთხით, მაღალ ტექნოლოგიებსა და თანამედროვე სერვისებზე ორიენტირებული მომსახურების დანერგვას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას  აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, გაფრენის დარბაზში, მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი, ფრანგული კომპანია RESA ELECTRONIQUE-ის E-gate სისტემა სატესტო რეჟიმში ამოქმედდა. E-Gate არის ჩასხდომის ავტომატიზირებული სისტემა, რომლითაც შესაძლებელია გაფრენისას მგზავრმა ჩასხდომის ბარათი (Boarding pass) წამკითხველს დაადოს, რის შემდეგაც ტურნიკეტი მისთვის კარს ავტომატურად გახსნის.

„ახალი ელექტრონული, ავტომატიზირებული სისტემა პირველ ეტაპზე, სატესტო რეჟიმში მუშაობს. ის გააუმჯობესებს და გაამარტივებს მგზავრთა ჩასხდომის პროცესს, შეამცირებს რიგებს და მგზავრთნაკადის სწრაფად გატარებას უზრუნველყოფს, რითაც ქუთაისის აეროპორტის მგზავრისთვის მოგზაურობა კიდევ უფრო კომფორტული გახდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად ზრუნავს დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სერვისების გაუმჯობესებასა და განვითარებაზე. ფრანგული კომპანია RESA ELECTRONIQUE-ის ავტომატიზირებული E-Gate-ის სისტემის საინვესტიციო ღირებულება 200 ათასზე ევროზე მეტს შეადგენს. პირველ ეტაპზე, გაფრენის დარბაზში, საავიაციო უშიშროების შემოწმებამდე,  E-Gate-ის სისტემის სამი ერთეული აპარატი დამონტაჟდა, ხოლო აეროპორტში ინფრასტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, ერთად კიდევ ერთი დაემატება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics