|
2024-09-16 12:57:37, 360 ნახვა
საზოგადოება
ბლოგების და ვიდეოების კონკურსი ემიგრანტებისთვის
“თიბისის“ განათლების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პორტალი “ფინედუ“, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად, აცხადებს ბლოგების და ვიდეოების კონკურს “ჩემი გზა ემიგრაციაში”. ფინანსური განათლების გავრცელების სხვადასხვა და ეფექტური არხების განვითარების ხელშესაწყობად, ასევე, ემიგრანტთა სეგმენტის წინაშე არსებული თემატური გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად, მნიშვნელოვანია უშუალოდ ემიგრანტთა გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა. კონკურსის ფარგლებში, ემიგრაციის გამოცდილების მქონე ადამიანები, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, დაწერენ ბლოგებს და გადაიღებენ ვიდეოებს. ავტორები აუდიტორიას გაუზიარებენ ემიგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომლებსაც ზეგავლენა ჰქონდათ მათი თუ მათი ოჯახების ფინანსურ მდგომარეობაზე, გაუზიარებენ წარმატებისა თუ წარუმატებლობის მაგალითებს, დააფიქრებენ ფინანსური საკითხების შესახებ ცოდნის მნიშვნელობაზე, მიუთითებენ გონივრული ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ქცევასა თუ დამოკიდებულებებზე. საკონკურსო ნამუშევრების მიღება: 19 ივლისიდან - 30 სექტემბრის ჩათვლით. კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან: 2024 წლის 18 დეკემბერს, მიგრანტთა საერთაშორისო დღეს. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ექვსი გამარჯვებული და მათთვის დაწესებულია შემდეგი პრიზი: კატეგორია “ბლოგი“: I ადგილი - 2 000 ლარი. II ადგილი - 1000 ლარი. III ადგილი - 500 ლარი. კატეგორია “ვიდეო“: I ადგილი - 2 000 ლარი. II ადგილი - 1 000 ლარი. III ადგილი - 500 ლარი. კონკურსის დეტალური პირობები იხილეთ აქ.
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)