|
2016-02-20 11:17:07, 683 ნახვა
სამართალი
შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების პროექტი დასრულდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პროექტის „საქართველოს შსს-ს შესაძლებლობათა გაუმჯობესება ადამიანის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ტრენინგებისა და მუშაობის ახალი სტანდარტის დანერგვის გზით“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. პროექტის დახურვის ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი 2014-2015 წლებში ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდებოდა. იგი მიზნად ისახავდა შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში, მუშაობის ახალი სტანდარტების დანერგვის გზითა და სათანადო პირობების შექმნით, ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში, შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორების ყველა თანამშრომელმა ფსიქოლოგიური, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებთან მოპყრობის თავისებურებებსა და პირველადი დახმარების საკითხებზე ტრენინგები გაიარა. მოწვეული ბრიტანელი ექსპერტის - ჯეიმს მერდოკის რეკომენდაციების საფუძველზე, შემუშავდა დროებითი მოთავსების იზოლატორების სპეციალური სამოქმედო პროცედურები, დაკავებულთათვის უსაფრთხო გარემო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ადაპტირებული პირობები შეიქმნა, ჩატარდა ტრენინგები სამართალდამცველებისთვის დისკრიმინაციის დაუშვებლობის თემაზე.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)