|
2016-02-19 15:08:10, 649 ნახვა
სამართალი
„მაესტროს“ კრედიტორთა საბჭოს გაჩეჩილაძეები არ ესწრებიან
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „მაესტროს“ კრედიტორთა საბჭოს სხდომა დაიწყო. შეკრებაზე ტელეკომპანიის მომავალი და მაუწყებლობის ფორმა გაირკვევა. ყველაფერი მევალეების პოზიციაზეა დამოკიდებული. ძმები გაჩეჩილაძეები კრების გადადებას მოითხოვენ, რასაც არ ეთანხმება დირექტორი ბაია გადაბაძე და მაკა ასათიანის მხარე. მათი თქმით, კრების გადადების შემთხვევაში ტელეკომპანია იძულებული იქნება შეწყვიტოს მაუწყებლობა. “ალბათ შეეცდება ჩვენი მოწინააღგმდეგე მხარე ბატონი გაჩეჩილაძე, რომ მოითხოვოს გადადება იმ მოტივით, რომ დაელოდოს სასამართლო მის დირექტორად დანიშვნას. თუმცა აქ ვსვავ კითვას იქნებ დირექტორად დანიშვნას ძალიან ბევრი დრო დასჭირდეს და კრედიტორები რატო უნდა ელდოებოდნენ გაჩეჩილაძეს და რატო უნდა იყოს დამოკიდებული ეს პროცესი დირექტორზე, ეს ჩემთვის გაუგებარია“, - განაცხადა მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ. შეხვედრას ძმები გაჩეჩილაძეები არ ესწრებიან. როგორც მათმა წარმომადგენელმა ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ განაცხადა, გაჩეჩილაძეები სასამართლოში მისვლას არ აპირებენ და იგი მათი წარმომადგენლის სტატუსით მიიღებს კრებაში მონაწილეობას. ირაკლი კორძახიამ განმარტა, რომ დღევანდელ კრებაზე გაჩეჩილაძეების მხარის მოთხოვნა იქნება, კრების გადაიდოს იქამდე, ვიდრე "მაესტროს" დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე არ დარეგისტრირდება.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)