|
2016-02-19 12:02:31, 766 ნახვა
სამართალი
დაუდასტურებელი ცნობით, სამეგრელო ზემო სვანეთისა და ფოთის პროკურორებმა თანამდებობები დატოვეს
დაუდასტურებელი ინფორმაციით, პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. არსებული ინფორმაციით თანამდებობები დატოვეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორმა გიზო უბილავამ და და ფოთის რაიონულმა პროკურორმა ალექსანდრე გოგუაძემ. არსებული ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლქის პროკურორის თანამდებობაზე სავარაუდოდ ილია ჯალაღანიას კანდიდატურა განიხილება. ის გიზო უბილავას ჩაანაცვლებს, რომელიც სავარაუდოდ საქმიანობას გლდანი-ნაძალადევის პროკურატურაში გააგრძელებს. ფოთის პროკურატურას კი ალექსანდრე გოგუაძის ნაცვლად, ასევე გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი კოკაია უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დროისთვის პროკურორის მოადგილედ მუშაობს. სად გააგრძელებს ალექსანდრე გოგუაძე საქმიანობას, ამის შესახებ ცნობები არ ვრცელდება. „ექსპრესნიუსი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ ინფორმაციას გადაამოწმებენ და მოგვიანებით დაგვიკავშირდებიან. ჩვენ სამეგრელო-ზემო სვანეთისა საოლქო პროკურატურაში და ფოთის რაიონულ პროკურატურასთან დაკავშირებაც ვცადეთ, თუმცა პროკურატურის ოფისებში „ექსპრესნიუსის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)