|
2024-07-08 14:33:08, 405 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო და კრიზისული სიტუაციების გაშუქების საკითხებზე მედიასემინარი დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) ორგანიზებით, საგანგებო და კრიზისული სიტუაციების გაშუქების საკითხებზე მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის სემინარი ტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთევან კოვზიაშვილმა, ასევე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამის მენეჯერმა, ქეთევან ხუციშვილმა და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) პროექტის მენეჯერმა, ელენე ალადაშვილმა. "მედიასემინარს სხვადასხვა ტელეკომპანიის, საინფორმაციო სააგენტოებისა და რეგიონული მედიის ჟურნალისტები ესწრებიან. სწავლებას საერთაშორისო ექსპერტები უძღვებიან და განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კრიზისული კომუნიკაციის საფუძვლები და მედიის როლი, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საერთაშორისო პრაქტიკის სტანდარტები და პროტოკოლები, ეთიკა და კრიზისული კომუნიკაცია, პროფესიული ქცევის წესები და სხვა. აღნიშნული სემინარი გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ - ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული პროექტი „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)“ - ინიციატივის ნაწილია და 2020 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სექტორში ჩართული სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)