14:29 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-08 10:32:19, 412 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია სასათბურე მეურნეობების მქონე ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სასათბურე მეურნეობის მქონე ფერმერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სასათბურე მეურნეობების განვითარების საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საუბარი შეეხო ერთწლიანი კულტურების წარმოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.

„სამინისტრო არაერთი მიმართულებით ახორციელებს ფერმერების მხარდამჭერ პროექტებს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქართული აგროპროდუქციის წარმოებას, რაც უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივი ბაზრის გაჯერებას, ასევე, საექსპორტო პოტენციალის ათვისებას. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა მხარდამჭერი სახელმწიფო პროექტი დარგის წარმომადგენლებთან, ფერმერებთან და მეწარმეებთან განხილვის საფუძველზე იქნება და მათ საჭიროებებზეა მორგებული. შესაბამისად, ყველა სამუშაო ფორმატში სამომავლო გეგმებს განვიხილავთ“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

აღსანიშნავია, რომ სასათბურე მეურნეობების შექმნისა და განვითარების მიმართულებით სამინისტროს მიერ არაერთი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა, მათ შორის, აგროწარმოების ხელშეწყობის საპილოტე პროგრამა ქალებისთვის; გრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მხარდაჭერა იმ ფერმერების, რომელთაც სასათბურე მეურნეობებში მოყავთ მოსავალი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics