23:29 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-23 13:07:53, 504 ნახვა

მსოფლიო
ნორვეგიაში 29 მაისიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული მიზნით ჩასვლა შეიზღუდება

ნორვეგიაში რუსეთის მოქალაქეებს ტურისტული მიზნით ჩასვლა, ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 29 მაისიდან შეეზღუდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის იუსტიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეზღუდვის მიზეზი არის ის, რომ ნორვეგია მოკავშირეებს და პარტნიორებს „უკრაინაში რუსეთის უკანონო აგრესიული ომის წინააღმდეგ“ მხარს უჭერს.

„რუსეთის მოქალაქეებს, რომელთა მიზანი ტურიზმი და სხვა არასასურველი მოგზაურობაა, ეკრძალებათ გარე საზღვრის გავლით შესვლა. შეზღუდვა ეხება როგორც მათ, ვისაც ნორვეგიის მიერ გაცემული ვიზა აქვს სავიზო პრაქტიკის შეზღუდვის მიზნით 2022 წლის გაზაფხულზე, ასევე მათ, ვისაც აქვს ვიზა შენგენის ზონის სხვა ქვეყნებიდან“, - აღნიშნავს უწყება.

მათივე ინფორმაციით, გამონაკლისები დაიშვება რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ნორვეგიაში ჩადიან ახლო ნათესავების (მშობლები, მეუღლე, შვილები) მოსანახულებლად, სამუშაოდ ან სასწავლებლად.

შეგახსენებთ, ნორვეგიის მთავრობამ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა 2022 წლის გაზაფხულზე გაამკაცრა, რის შემდეგაც ფედერაციის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზები არ გაიცემა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics