|
2024-05-20 17:16:36, 538 ნახვა
მსოფლიო
ირანის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ავიაკატასტროფის ერთ-ერთი მიზეზი აშშ-ის სანქციებია
ირანის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და მისი გარემოცვის წევრების დაღუპვის ერთ-ერთ მიზეზად ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებს ასახელებს. როგორც მოჰამედ ჯავად ზარიფი აცხადებს, "საავიაციო ინდუსტრიის შესყიდვებზე აშშ-ის სანქციებმა ირანის პრეზიდენტის და მისი თანამგზავრების მოწამეობრივი სიკვდილი გამოიწვია". "ამ ინციდენტის ერთ-ერთი მიზეზი არის შეერთებული შტატები, რომელმაც საავიაციო ინდუსტრიის შესყიდვებზე სანქციებით, ირანის პრეზიდენტის და მისი თანამგზავრების მოწამეობრივი სიკვდილი გამოიწვია... ირანელი ერი, რომელიც ამ 45 წლის განმავლობაში დიდი მოვლენების წინაშე დადგა, დაძლევს ამ ტრაგიკულ მოვლენას. აშშ-ის დანაშაული ჩაიწერება ირანელი ხალხისა გონებასა და ისტორიაში",- განაცხადა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ, გუშინ, 19 მაისს ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი ირან-აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი 9 პირი, მათ შორის იბრაჰიმ რაისი და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი დაიღუპა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)