|
2024-05-20 09:43:00, 483 ნახვა
მსოფლიო
BBC - ირანის დროებით პრეზიდენტად მოჰამად მოჰბერია დაინიშნება
ირანის დროებით პრეზიდენტად, იბრაჰიმ რაისის ნაცვლად, ირანის ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოჰბერია დაინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, თუ ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოჰბერიას პრეზიდენტად დანიშნავს, ის თანამდებობას 2 თვის განმავლობაში დაიკავებს, ხოლო ირანის კონსტიტუციის თანახმად, ირანის საპრეზიდენტო არჩევნები მომდევნო 50 დღის განმავლობაში გაიმართება. მათივე ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვის შემდეგ, პრეზიდენტი ახალ მინისტრს მაქსიმუმ 3 თვით აირჩევს. შეგახსენებთ, გუშინ, 19 მაისს ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი ჩამოვარდა. რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. პრეზიდენტთან ერთად ვერტმფრენში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიც იმყოფებოდა. ირანულმა მედიამ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვა დაადასტურა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)