11:46 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-01 15:15:36, 408 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სურსათის უვნებლობის მიმართულება გაძლიერდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სურსათის უვნებლობის მიმართულება გაძლიერდა.

ლაბორატორიას შესაძლებლობა აქვს, გამოიყენოს საერთაშორისო დონის სადიაგნოსტიკო ტექნიკა და შეამოწმოს საკვები სხვადასხვა ქიმიურ საფრთხეზე, მათ შორის,  სხვადასხვა დამაბინძურებლებზე, ცხოველური წამლების ნარჩენებზე, მიკოტოქსინებზე და ა.შ.

საერთაშორისო დონის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შედეგად, ქვეყანაში წარმოებული პროდუქტი კონკურენტუნარიანია და აკმაყოფილებს ევროკავშირის,  სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს.

„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან ერთად განხორციელებული პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო  ლაბორატორიის ქსელის შესაძლებლობები, მოხდა უახლესი დონის ლაბორატორიული აპარატურის შესყიდვა, გადამზადდნენ ლაბორატორიის სპეციალისტები და დაინერგა საერთაშორისო დონის კვლევები", - განაცხადა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილემ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ხელმძღვანელმა ანა გულბანმა.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორებთან; თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

დამატებითი ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) თანამშრომლობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე - https://www.iaea.org/newscenter/news/georgia-enhances-public-health-and-food-exports-with-iaea-support

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics