|
2024-05-01 14:10:16, 402 ნახვა
საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მასაცუგუ ასაკავას, ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, რეიჩელ ტომპსონს და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, სამხრეთ, ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში ინგმინგ იანგს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი იუჯინ ჟუკოვი, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლამი და აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ხელმძღვანელი ასელ ჯუსუპბეკოვა. "ბანკის პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ჩატარების მნიშვნელობას და ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა წლიური შეხვედრის ორგანიზებისთვის. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარების მიმართულებით, რაც აისახა ეკონომიკურ ზრდაში. ფინანსთა მინისტრმა ADB-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა მომავალ წლებშიც აქტიურად გაგრძელდება. გარდა ამისა, შეხვედრაზე მხარეებმა ბანკის წლიური შეხვედრის კონტექსტში განიხილეს რეგიონული და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)