|
2024-05-01 12:03:47, 403 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი - 5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ. სადღესასწაულოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებულ სიახლეებზე ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა. მისი თქმით, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო 4 მაისის 23:00 საათიდან 5 მაისის 04:00 საათამდე იმუშავებს და მისი საშუალებით გადაადგილება უფასო იქნება „გარდა ამისა, 5-6 მაისს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც მგზავრებს დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ გადაიყვანს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურების - „მარჯანიშვილის“, „დელისის“, „სარაჯიშვილის“, „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა და ქვედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)