|
2024-04-30 12:06:35, 381 ნახვა
საზოგადოება
„სელფი“ Tbilisi Design Festival-ის მხარდამჭერია
"სელფი", ქართული მობილური ოპერატორი რომელიც 1.3 მლნ მომხმარებელზე მეტს ემსახურება, თბილისში დიზაინის პირველი საერთაშორისო ფესტივალის, Tbilisi Design Festival 2024 მხარდამჭერია. ერთდღიანი ფესტივალი, AD Black Sea-ს ფარგლებში, 1-ელ მაისს თბილისში ტარდება და სრულიად ეძღვნება დიზაინის ინდუსტრიას. ფესტივალზე იმართება პანელური დისკუსიები, ვორქშოპები, სიტყვით გამოსვლები, რომელსაც უძღვებიან ინდუსტრიის წამყვანი ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. ფესტივალის ფარგლებში, თბილისს ეწვევა ორი გრემის მფლობელი, ავსტრალიელი გრაფიკოს დიზაინერი, სტეფან ზაგმაისტერი, რომელიც აუდიტორიას ესაუბრება საკუთარ გამოცდილებასა და ინდუსტრიის ტენდენციებზე. 2015 წლიდან დღემდე, AD Black Sea ფესტივალს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის და რეგიონის კრეატიული ინდუსტრიის განვითარებაში და პოპულარიზაციაში. საგანმანათლებლო პლატფორმასთან ერთად, ფესტივალზე ყოველწლიურად იმართება სარეკლამო ინდუსტრიის კონკურსი. "სელფისა" და AD Black Sea-ს თანამშრომლობა უკვე რამდენიმე წელს ითვლის. "სელფი", როგორც ინოვაციაზე და ტექნოლოგიური მიღწევების გავრცელებაზე ორიენტირებული ბრენდი, გვერდში უდგება ადგილობრივ წამოწყებებს, რომლებიც მიზნად ისახავენ ქვეყანაში ნოვატორული მიდგომებისა და ახალი ინდუსტრიული ტრენდების დანერგვას.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)