|
2024-04-27 16:07:40, 385 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ჩეხეთში იმყოფებოდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ჩეხეთში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა ჩეხეთის გარემოს დაცვის სამინისტროსთან, გარემოს დაცვის ინსპექციასა და გარემოს დაცვის სახელმწიფო ფონდთან. შეხვედრებზე მხარეებმა გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და ხედვებზე იმსჯელეს. "საქართველოს დელეგაციის წევრებმა ჩეხი კოლეგებისგან რეკომენდაციები მიიღეს დაზიანებული ტერიტორიების აღდგენის ღონისძიებების და რისკების ანალიზის ჩატარების მეთოდოლოგიის მიმართულებით, გაეცნენ გარემოს დაცვის ფონდის საქმიანობას, მის სტრუქტურულ მოწყობას, დაფინანსების წყაროებს და პროექტების დაფინანსების სქემებს, იმსჯელეს გარემოსდაცვით პასუხისმგებლობასა და საკანონმდებლო საკითხებზე, კანონმდებლობის აღსრულების ნაწილში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე. დელეგაციის წევრებმა ლიტვინოვის ნავთობის გადამმუშავებელ ქარხანა „უნიპეტროლში" და მინის (ბროლის) წარმოების ყოფილ საწარმო „ელიაშკაში" დაზიანებული ტერიტორიები დაათვალიერეს, გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს, განხორციელებულ აღდგენით პროცესებს და მიღწეულ შედეგებს გაეცნენ, განიხილეს არსებული გამოწვევები და გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად განსახორციელებელი ქმედებები. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქართულმა მხარემ გაიზიარა ევროპული დირექტივების შესაბამისი საუკეთესო გამოცდილება და ორ მხარეს შორის დაისახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. პროგრამა „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, 2021 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს. პროექტი გარემოსდაცვითი მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობას ახორციელებს, მათ შორისაა საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება, ჰაერის ხარისხის და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობა, სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებული აქტივობები დადებითად შეფასდა ევროკავშირის მოხსენებაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)