11:41 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-26 14:09:24, 315 ნახვა

საზოგადოება
ნათია მერებაშვილმა ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსთან, შნუც დურთან შეხვედრა გამართა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსს, შნუც დურს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენპროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას პროკურატურის სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი ნინო ცაციაშვილი, პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსი მირიან მეგრელიშვილი და ევროპის საბჭოს პროექტის „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერება საქართველოში" უფროსი ოფიცერი გიორგი გიორგაძე ესწრებოდნენ.

"ნათია მერებაშვილმა შეხვედრის დამსწრეებს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ინფორმაცია გააცნო. საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს თბილისის ოფისთან თანამშრომლობით განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს. გენერალური პროკურორის მოადგილემ სტუმრებს ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დასასრულს მხარეები მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერების და პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმდნენ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics