22:02 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-11 20:47:13, 340 ნახვა

საზოგადოება
ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწოდების უწყვეტი ჯაჭვის უზრუნველსაყოფად, ჯანდაცვის სამინისტროში, შეხვედრა გაიმართა

ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწოდების უწყვეტი ჯაჭვის უზრუნველსაყოფად, ჯანდაცვის სამინისტროში, მორიგი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძე სფეროს სპეციალისტებს, ონკოლოგებს, ფარმაცევტული სექტორისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

"მხარეებმა, მედიკამენტების მარგებთან დაკავშირებით იმსჯელეს. სამუშაო ჯგუფი, პაციენტებისთვის, მედიკამენტებისა და სერვისის მიღების გამარტივების გზებზე იმუშავებს. პროცესში, კლინიკები, მედიკამენტების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიები აქტიურად იქნებიან ჩართულები.

გაფართოებულ შეხვედრაზე, მხარეებმა,  ის სიახლეც განიხილეს, რაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, პროგრამული მედიკამენტების გაცემას გულისხმობს. აღინიშნა, რომ ცვლილება, უახლოეს პერიოდში ამოქმედდება და მკვეთრად გააუმჯობესებს პაციენტების ხელმისაწვდომობას მაღალი ხარისხის მკურნალობაზე.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, კომიტეტის წევრები ირმა ზავრადაშვილი და რიმა ბერიძე, ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics