22:02 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-11 13:08:13, 335 ნახვა

საზოგადოება
კახა კაკაბაძე ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე,  ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად,  ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ჩეხეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს სატყეო პოლიტიკას, ტყისა და დაცული ლანდშაფტების მართვის პრაქტიკას, ტყის განვითარების გეგმებს, ასევე „საქმიანი ეზოების“ ფუნქციონირებისა და შეშის წარმოების სისტემას გაეცნენ.

„საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმა აქტიურ ფაზაშია. ეროვნული სატყეო სააგენტო, ტყის მდგრადი პრინციპების გათვალისწინებით, ტყის მართვის ახალ მოდელზე გადადის. ტყის ახალი კოდექსის ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობის, მოსახლეობისა და კერძო სექტორის მერქნულ რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივებისა და სატყეო მეურნეობის განვითარების მიზნით, მოწყობილია 54 „საქმიანი ეზო“, რასაც წელს კიდევ 16 დაემატება. რეფორმის წარმატებისთვის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაცნობა უდავოდ მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ,  კახა კაკაბაძემ.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სატყეო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაზე Silva Regina, ასევე, Moravian Karst დაცულ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ჩეხეთისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოების (CzDA/ADA) მიერ დაფინანსებული პროგრამის „არაგვის დაცული ლანდშაფტისა და ადგილობრივი თემების მდგრადი განვითარება“ ფარგლებში, საქართველოში მიმდინარეობს პროექტი „ტყის მდგრადი მართვის დანერგვა არაგვის დაცულ ლანდშაფტში“, რომელსაც  ჩეხეთის ტყის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს. 

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics