22:00 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-10 23:09:37, 363 ნახვა

საზოგადოება
მერია - „მასტერ ლიგის“ მეექვსე სეზონს წელს ყველაზე მეტი - 12 000 მონაწილე ჰყავს

„მასტერ ლიგის“ მეექვსე სეზონის პირველმა გათამაშებამ სტარტი აიღო. ტურნირში, რომელიც თბილისის მერიის დაფინანსებით მიმდინარეობს, წელს 91 გუნდი მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ტურნირის პირველ გათამაშებაში დედაქალაქის მერი კახა კალაძე მონაწილეობს.

თბილისის მერის თქმით, პროექტის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

„მასტერ ლიგის“ ტურნირი 7x7-ზე იწყება, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავაფუძნეთ. მისასალმებელია, რომ ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუნდების და მონაწილე ახალგაზრდების რაოდენობა იზრდება. ძალიან მიხარია, რომ მეც მაქვს შესაძლებლობა, ამ ტურნირში მონაწილეობა მივიღო.

მინდა ყველა მონაწილე გუნდს, ახალგაზრდებს  მადლობა გადავუხადო ამ ჩართულობისთვის. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია არის მნიშვნელოვანი. მსგავსი პროექტები კი, ამას ხელს უწყობს. ეს დამოკიდებულება გვექნება მომავალშიც და დარწმუნებული ვარ, ეს ტურნირი კიდევ უფრო პოპულარული გახდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

პროექტში ჯამში, დაახლოებით, 12 000 ადამიანია ჩართული. ტურნირი შედგება სამი ლიგისგან - უმაღლესი ლიგა,  მეორე ლიგა და მესამე ლიგა. ხოლო მესამე ლიგა სამ ჯგუფად არის დაყოფილი. ასევე, თამაშები რეგულარული პრინციპით იმართება აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს ლიგებში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics