|
2016-02-10 16:04:34, 695 ნახვა
სამართალი
შსს უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონპროექტთან, კერძოდ, უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ შსს-ს პოზიცია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონპროექტთან, კერძოდ, უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებით. ბოლო დღეებში მედიაში მიზანმიმართულად ხდება მოსაზრებების ტირაჟირება იმის თაობაზე, რომ შსს ე.წ. „ფარულ თვალთვალს“ იწყებს. მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ არაერთგზის არგუმენტირებულად განმარტა, რომ უკონტაქტო პატრულირებას „თვალთვალთან“ საერთო არაფერი აქვს, აშკარაა, რომ შეგნებულად ხდება აღნიშნულის არასწორი ინტერპრეტაცია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით. უკანასკნელ 2-3 წელიწადში საქართველოში ავტომანქანების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა. იმატა დატვირთვამ გზებზე და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკებმაც. შსს-ს ძირითადი ამოცანაა, დაიცვას მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ, აღნიშნულ სფეროში ქმედითი ღონისძიებები გავატაროთ. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ უკონტაქტო პატრულირება, ისევე, როგორც მთლიანად საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროექტი, ემსახურება ყველაზე მთავარ ღირებულებას - ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვას. ცალსახაა, რომ: უკონტაქტო პატრულირება არ ხორციელდება წინასწარ იდენტიფიცირებული პირის ან პირთა წრის მიმართ, არამედ - საგზაო მოძრაობის პროცესის მიმართ, პიროვნების იდენტიფიცირების გარეშე. უკონტაქტო პატრულირებისას ხდება მხოლოდ დამრღვევი ავტოსატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაშიც კი, არ ხდება მძღოლის იდენტიფიცირება - ავტომობილის მესაკუთრის სახელზე დგება ვიდეო-ჯარიმის ოქმი, რომელიც დღესაც დამკვიდრებული სტანდარტია. უკონტაქტო პატრულირება დასავლეთის არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული და იცავს მოძრაობის მონაწილეებს: ქვეითებს, მგზავრებს და მძღოლებს - მაშინაც კი, როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არ ჩანან. პროექტის თანახმად, უკონტაქტო პატრულირება მართვის მოწმობებს ქულებს არ აკლებს. რაც შეეხება მოთხოვნას სპეციალური საინფორმაციო ნიშნების განთავსების თაობაზე, ეს საკითხი ისედაც მოწესრიგებულია კანონით პოლიციის შესახებ, კერძოდ, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით, სადაც ნათქვამია, რომ ვიდეოტექნიკის გამოყენების თაობაზე ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას. შსს ხელმძღვანელობს და მომავალშიც იხელმძღვანელებს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)