|
2024-01-19 22:46:13, 1317 ნახვა
მსოფლიო
ბორის ჯონსონი - ტრამპის პრეზიდენტობა შეიძლება იყოს სწორედ ის, რაც მსოფლიოს სჭირდება
ტრამპის პრეზიდენტობა შეიძლება იყოს სწორედ ის, რაც მსოფლიოს სჭირდება, - წერს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი გამოცემა Daily Mail-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში. როგორც ბორის ჯონსონი აღნიშნავს, 2014 წელს ტრამპი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელმაც უკრაინელებს Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი გადასცა, რითაც უკრაინამ პუტინის ჯარების განდევნა შეძლო უკრაინის დედაქალაქიდან. "ამერიკის რომელი პრეზიდენტი იყო პირველი, ვინც დაუჭირა მხარი უკრაინას 2014 წელს პუტინის შეჭრის შემდეგ? იყო თუ არა ეს დიადი ლიბერალი ინტერნაციონალისტი ბარაკ ობამა? არა. მას არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ პუტინი განედევნა უკრაინიდან. [...] სწორედ დონალდ ტრამპმა მისცა უკრაინელებს Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, რომელიც ასე ღირებული იყო უკრაინელებისთვის კიევისთვის ბრძოლაში და ნაწილობრივ მაინც, ტრამპის ამ თამამი გადაწყვეტილების წყალობით, უკრაინელებმა შეძლეს მსოფლიო განცვიფრება და პუტინის ჯარების განდევნა უკრაინის დედაქალაქიდან", - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)