|
2024-01-18 17:08:57, 1249 ნახვა
მსოფლიო
The Times Of Israel - „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული მძევლები დავოსში ანტონიო გუტიერეშს შეხვდნენ
ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული მძევლები დავოსში გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს როგორც გუტიერეშმა ტყვეობიდან გათავისუფლებულ მძევლებს განუცხადა, იგი ყველა დარჩენილი მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და „ჰამასის“ მიერ ჩადენილი სექსუალური დანაშაულების გამოძიებას მოითხოვს. The Times Of Israel-ის ცნობით, „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული მძევლები დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ტექნოლოგიური და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. შეგახსენებთ, 24 ნოემბერს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. მანამდე, 21 ნოემბერს, ორ მხარეს შორის გაიმართა მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც, 4 დღის განმავლობაში, 50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლებულიყო. მას შემდეგ, რაც ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, ტერორისტული დაჯგუფების მიერ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორში გატაცებული მძევლებისა და ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების რამდენიმე რაუნდი შედგა.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)