|
2024-01-17 13:12:20, 900 ნახვა
მსოფლიო
მედია - „ჰუსიტები“ თავს დაესხნენ ბერძნულ გემს, რომელზეც საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა
16 იანვარს, იემენელი "ჰუსიტები" წითელ ზღვაში ბერძნულ გემს დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, თავდასხმის დროს გემზე ეკიპაჟის 24 წევრი იმყოფებოდა, რომელთა შორის 20 უკრაინის, 3 ფილიპინებისა და ერთი საქართველოს მოქალაქეა. გამოცემის ინფორმაციით, "ჰუსიტების" რაკეტა გემს იმ დროს მოხვდა, როდესაც ის ისრაელისკენ მიემართებოდა. .როგორც "ჰუსიტების" სამხედრო წარმომადგენელმა განაცხადა, თავდასხმა მას შემდეგ წამოიწყეს, რაც ეკიპაჟი "გაფრთხილებას არ დაემორჩილა". "ოპერაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც გემის ეკიპაჟი გაფრთხილებას არ დაემორჩილა. იემენის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ გადაწყვეტილების განხორციელებას წითელ და არაბეთის ზღვებში ისრაელისკენ მიმავალი გემების დაბლოკვის შესახებ, სანამ არ შეწყდება ომი ღაზას სექტორში", - განაცხადა "ჰუსიტების" სამხედრო წარმომადგენელმა.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)