21:20 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 14:03:13, 566 ნახვა

საზოგადოება
ბრეგაძე - პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილია საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც იუსტიციის სამინისტრო კოორდინაციას გაუწევს EU-ს სამართალთან დაახლოების პროცესს

​პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილია საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც იუსტიციის სამინისტრო კოორდინაციას გაუწევს ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების პროცესს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში სამინისტროს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით გაწეულ საქმიანობაზე საუბრისას განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესის ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით შემუშავდა და პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილია საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც იუსტიციის სამინისტრო კოორდინაციას გაუწევს ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების პროცესს.

შეიქმნა ელექტრონული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება ჰარმონიზაციის პროცესის მართვა, სრული ინფორმაციის თავმოყრა და სამართლებრივი დაახლოების პროგრესის გაზომვა.

წლის ბოლომდე გამოიცემა ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესის პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც ყველა შესაბამისი უწყების თანამშრომლისთვის იქნება განკუთვნილი.

საჯარო მოხელეებისთვის შეიქმნა ევროკავშირის სამართალში სასწავლო კურსი, რომელიც არაერთი უწყების წარმომადგენლებმა გაიარეს იუსტიციის სასწავლო ცენტრში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics