17:57 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-23 17:32:50, 860 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი ირანში ჩავიდა [ვიდეო]

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ირანში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს.

TASS-ის ცნობით, სერგეი ლავროვი სამხრეთ კავკასიის შესახებ საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის „3+3“ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.

ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA-ს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრები სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე ბოლო მოვლენებსა და უსაფრთხოების სფეროში რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ მინისტერიალში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, "საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა".

შეგახსენებთ, რომ „3+3“-ის ფორმატის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის.

აღნიშნული ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართა. მასში თურქეთთან ერთად რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ირანი მონაწილეობენ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics