19:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-21 13:50:41, 798 ნახვა

მსოფლიო
მიშელი რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნაზე - უნდა გავაგრძელოთ მსგავსი პოზიტიური ნაბიჯები

მივესალმები დღეს დილით ეგვიპტიდან ღაზაში პირველი ჰუმანიტარული დახმარების სატვირთოების გადასვლას, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

მიშელის თქმით, მოსახლეობის დახმარების მიზნით, მსგავსი ნაბიჯები კვლავ უნდა გაგრძელდეს.

"მივესალმები დღეს დილით ეგვიპტიდან ღაზაში პირველი ჰუმანიტარული დახმარების სატვირთოების გადასვლას. უნდა გავაგრძელოთ მსგავსი პოზიტიური ნაბიჯების განხორციელება, რათა ყველაზე დაუცველ მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარება დაუყოვნებლივ მივუტანოთ", - წერს მიშელი.

შეგახსენებთ, დღეს, 21 ოქტომბერს, დღეს რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა.

ეგვიპტე რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნას 19 ოქტომბერს დათანხმდა.

აღსანიშნავია, რომ, მანამდე, ეგვიპტე უარს ამბობდა, კორიდორი გაეხსნა პალესტინელი ლტოლვილებისთვის, რომლებიც ღაზას სექტორის დატოვებას ცდილობდნენ. ამასთან, ოფიციალური კაირო აშშ-სთან ღაზას სექტორის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დერეფნის გახსნას განიხილავდა.

ამასთან, 18 ოქტომბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მისი ტერიტორიიდან ღაზას სექტორისთვის, სანამ არ გათავისუფლდებიან ტერორისტული ჯგუფების მიერ გატაცებული მძევლები.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics