15:08 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-26 19:37:54, 794 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - დეტალურ ანგარიშს წარვადგენთ, თუ როგორ შესრულდა თორმეტივე რეკომენდაცია, თუ ვინმეს კითხვები აქვს, ამაზეც გავცემთ პასუხს

ჩვენ არსებითად პასუხისმგებელი ვიყავით კანონების მიღებაზე და ყველა შესაბამისი კანონი არის მიღებული. შესაბამისად, დეტალურ ანგარიშს წარვადგენთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შესრულდა თორმეტივე რეკომენდაცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 12 რეკომენდაციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, თორმეტივე პუნქტი პრინციპულად შესრულებულია.

„რეალურად თორმეტივე პუნქტი პრინციპულად შესრულებულია. თუ ვინმეს რამე კითხვები აქვს დამატებით, ამაზეც გავცემთ პასუხს და გვექნება რა თქმა უნდა მსჯელობა და საუბარი, მაგრამ თორმეტივე პუნქტი პრინციპულად შესრულებულია. მათ შორის, სასამართლოს რეფორმის პუნქტიც არის პრინციპულად შესრულებული. კანონი მივიღეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ეს იყო ჩვენი ვალდებულება, რაც გავაკეთეთ 12 პუნქტის შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ტრაგიკული მოვლენაა
ესპანეთში ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 19-ს კი ეძებენ
უკრაინა აცხადებს, რომ 2026 წლის I ნახევარში რუსული ჯარების ფრონტზე წინსვლა 2-ჯერ შენელდა
ზელენსკის თქმით, ჩინეთმა რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ულტიმატუმი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics