|
2023-06-08 16:32:37, 1400 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტში წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - "ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, 2021-2022 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ. შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცა და კომპიუტერები საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატთან ფრიდონ ფუტკარაძესთან, რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ედუარდ გოგრაჭაძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.
"კომპიუტერი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 19-მა წარჩინებულმა მოსწავლემ მიიღო. პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ მიზანია, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება",- ნათქვამია შუახევის მერიის ინფორმაციაში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)