|
2023-06-06 12:08:57, 895 ნახვა
სამართალი
„შშმ ქალთა ორგანიზაციის“ ხელმძღვანელი - სმენადაქვეითებულ პირთა თემში არასრულწლოვან გოგონებზე, სავარაუდოდ, სექსუალური შევიწროება ხდებოდა
„შშმ ქალთა ორგანიზაციის“ ხელმძღვანელის, დეა ერემაშვილის განცხადებით, სმენადაქვეითებულ პირთა თემში არასრულწლოვან გოგონებზე თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, სავარაუდოდ, სექსუალური შევიწროება ხდებოდა. როგორც ერემაშვილმა აღნიშნა, არასრულწლოვნებს სექსუალური ხასიათის ვიდეოების გადაღებას და გაგზავნას სთხოვდნენ და ასევე, იყო სექსუალური ძალადობის შემთხვევებიც, მათ შორის გაუპატიურების ფაქტიც. მისივე ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციამ ფაქტის შესახებ პროკურატურას უკვე მიმართა. "ერთ-ერთი სმენადაქვეითებული პირის „ინსტაგრამ“ გვერდზე, სმენადაქვეითებული პირები მსგავს ფაქტს განიხილავდნენ, რაც ორგანიზაციამ აღმოაჩინა. რამდეიმე დღეა, სოციალური ქსელის "ლაივ" ჩართვებში მიმდინარეობდა აღნიშნული თემის განხილვა, რომ არსებობდა ვიდეოები არასრულწლოვნების მონაწილეობით. აქტივისტებმა დაიწყეს კვლევა. ამ საკითხმა ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია და არაერთი ალაპარაკდა ამაზე. ასაკი, როგორც ჩემთვის ცნობილია, 8 წლიდან იწყება",- აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)