16:29 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-05 16:17:01, 979 ნახვა

სამართალი
„რეტროს“ მფლობელის ადვოკატი - თვითონ თემურ ვარშანიძე წააქციეს და ურტყამდნენ, ვითხოვთ, ძალადობაში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს

თვითონ თემურ ვარშანიძე წააქციეს და უკვე წაქცეულს ურტყამდნენ სხეულის სხვადასხვა არეში კომპანიის დასაქმებულები,  ვითხოვთ, რომ ძალადობაში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს, - ამის შესახებ რესტორან "რეტროს" მფლობელის,  თეიმურაზ ვარშანიძის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, კონფლიქტის მიზეზი ე.წ. ჩაის განაწილება გახდა, ანუ იმ თანხის,რომელსაც კმაყოფილი მომხმარებლები მიმტანებს უტოვებენ, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ამ თანხის გადანაწილებაში ადმინისტრაცია არ ერევა.

„ინფორმაცია, თითქოს კომპანიაში დასაქმებულები იყვნენ რუსეთის მოქალაქეები და ეს იწვევდა წყენას, არის სიცრუე და გამოგონილი, ვინაიდან კომპანიაში დასაქმებულია 34 თანამშრომელი, რომელთაგანაც მხოლოდ 2 არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. კონფლიქტის მიზეზი გახლდათ ე.წ. ჩაის განაწილება, ანუ იმ თანხის, რომელსაც ოფიციანტებს უტოვებენ მომხმარებლები და რომლის განაწილებაში საერთოდ არ ერევა ადმინისტრაცია.

თვითონ თემური წააქციეს და უკვე წაქცეულს ურტყამდნენ სხეულის სხვადასხვა არეში კომპანიის დასაქმებულები. არსებობს ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომელიც გუშინ იყო ამოღებული გამოძიების მიერ. სრულად გადაეცა გამოძიებას მასალები. შესაბამისად, ვითხოვთ, რომ თემურის წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს“, - აცხადებს დაკავებულის ადვოკატი ლევან მახარაშვილი.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს ფიზიკურად ბათუმში არსებული რესტორან "რეტროს" მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მის ობიექტზე დასაქმებულ პირზე.

თეიმურაზ ვარშანიძე თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე დააკავეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამასთან ერთად, რესტორანი „რეტრო“ 15-მა თანამშრომელმა სოლიდარობის ნიშნად დატოვა, ობიექტზე კი შრომის ინსპექციაა შესული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics