|
2023-05-12 12:49:16, 1248 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ევროპის სოფლის ტურიზმის ასამბლეა და საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
ბათუმი ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალურ ასამბლეასა და სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ღონისძიებაზე, რომელსაც 10-მდე ევროპული ქვეყნის ტურიზმის ექსპერტი ესწრება, სოფლის ტურიზმის მიმართულებით ევროპული ქვეყნებისა და საქართველოს გამოცდილებაზე საუბრობენ. "სოფლის ტურიზმის მდგრადი განვითარება, შესაძლებლობები და გამოწვევები, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ტურისტული პროდუქტი, წარმატებული ისტორიები სოფლად, სათავგადასავლო ტურიზმი და ციფრული ტექნოლოგიები - ეს იმ ძირითადი თემების ჩამონათვალია, რომელზეც ქართველი და უცხოელი დელეგატები პრეზენტაციებსა და მოხსენებებს წარმოადგენენ. ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალური ასამბლეა ბათუმში წელს პირველად ტარდება, სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას კი აჭარა მეოთხედ მასპინძლობს. კონფერენციაში მონაწილეობას ტურიზმის სფეროს ექსპერტები და წარმომადგენლები ნორვეგიიდან, საბერძნეთიდან, კვიპროსიდან, ფინეთიდან, ლიეტუვადან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, ესპანეთიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ღებულობენ. ჯამში, ევროპის გენერალურ ასამბლეასა და კონფერენციას საოჯახო სასტუმრო სახლების, ტურისტული სააგენტოების, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების 150-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება",- ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)