|
2023-04-30 17:05:17, 1536 ნახვა
რეგიონი
კასპის საქალაქო ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარის დღესთან დაკავშირებით კვირეული გაიხსნა
30 აპრილი ბიბლიოთეკარის დღეა. ბიბლიოთეკარის დღესთან დაკავშირებით, კასპის საქალაქო ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო კვირეული გაიხსნა გამოფენით „კასპის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების ისტორიის ფურცლები“. კასპის მერიის ცნობით, გამოფენა მომზადდა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის განყოფილების უფროსის, ვანო ჯახუასა და კასპის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანების ფინანსური მხარდაჭერით. "საქართველოში პირველი წიგნთსაცავები ეკლესია მონასტრებთან არსებობდა. ერთ-ერთი ასეთი წიგნთსაცავი ეკლესია ქვათახევის მონასტრის არქიმანდრიტმა, ტარასი სოლომონის ძე ალექსი-მესხიშვილმა შექმნა. ვანო ჯახუამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ეროვნული არქივის საისტორიო არქივში დაცული ის საარქივო დოკუმენტები და საგაზეთო პუბლიკაციები წარმოადგინა, რომლებიც მოგვითხრობს XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისში დღევანდელი კასპის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ბიბლიოთეკების დაარსების შესახებ. პირველი წიგნთსაცავი 1887 წელს სოფელ ხოვლეში დაარსდა, 1889 წელს სოფელ კავთისხევში საზოგადო წიგნთ-საცავი, ხოლო 1911 წელს კავთისხევის ბიბლიოთეკა სამკითხველო, შემდეგ ახალქალაქში, ქვემო ჭალაში, მეტეხში, ერთაწმინდაში, წინარეხსა და კასპში. ღონისძიებაზე ისაუბრეს ბიბლიოთეკების, წიგნის კითხვასა და მასთან დამოკიდებულებაზე, რომ მკითხველი უბრუნდება ბიბლიოთეკას და იზრდება მათი რაოდენობა. ამაგდარ ბიბლიოთეკარებს საპატიო სიგელები გადაეცათ. ღონისძიებას ესწრებოდა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე. კასპის მუნიციპალიტეტის მერია ბიბლიოთეკარებს ულოცავს პროფესიულ დღეს და თითოეულ მათგანს უსურვებს წარმატებებს",- ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)